შეავსე ფორმა
Logo
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა შრომის ბაზრის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე დისკუსიას უმასპინძლა
01 მარტი 2024

1 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლეს თემაზე „შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელიც ბათუმში ჩატარდა.

თებერვალი 2024 | 2024 წლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზის კორექტირებების განმაპირობებელი ძირითადი მიზეზებია: ვალუტის კურსის ზრდა, ვაჭრობის შემცირება და ფულადი გადარიცხვების სტაბილიზაცია
26 თებერვალი 2024

სქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის დეკემბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 8,3%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 7 %-ს მიაღწია.

იანვარი 2024 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
26 თებერვალი 2024

2024 წლის იანვარში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,175 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 6%-იან ზრდას წარმოადგენს (2023 წლის იანვარში სრული წარმოება 1,111 მილიონი კილოვატსაათი იყო).

ბიზნესის განწყობის ინდექსი: უმნიშვნელოდ გაუარესებული განწყობები
19 თებერვალი 2024

2024 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.4 პუნქტით შემცირდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-15.1) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ტურიზმში ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევებზე დისკუსიას უმასპინძლა
13 თებერვალი 2024

13 თებერვალს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლეს თემაზე: ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები და პერსპექტივები ტურიზმის ინდუსტრიაში.

შეავსე ფორმა